ტელეკომპანია „იმედი“, GDS და „მაესტრო“ ვერ მაუწყებლობენ. ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელი და ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე წერს, რომ სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან.
„სამწუხაროდ, ტელეკომპანია „იმედი” და ,,იმედის” ჰოლდინგში შემავალი ,,მაესტრო” და GDS ჯერ ჯერობით ვერ ახერხებენ მაუწყებლობის განახლებას. სერვერები დაუდგენელი მიზეზით გამოვიდა მწყობრიდან. ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობის და სამუშაო პროცესის აღდგენას. ქრონიკის მთავრი გამოშვება ეთერში დაბრუნდება პირველივე შესაძლებლობისთანავე, “- წერს ის.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმაც“.
„ტექნიკური სამსახური ცდილობს მაუწყებლობისა და სამუშაო პროცესის აღდგენას. ბოდიშს ვუხდით ტელემაყურებლებს. შეფერხების გამომწვევი მიზეზები დგინდება, “- წერია კომპანიის განცხადებაში.