თიბისი ბანკი გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სთავაზობს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს.
“საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.
დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ” – ამბობენ ბანკში.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გუშინ საქართველოს ბანკმაც მიიღო.