რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლის მახლობლად რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალაქის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი ინფორმაციას საკუთარ ტელეგრამის არხზე ადასტურებს.
„სამხედრო თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. პილოტმა მოახერხა კატაპულტირება“, – წერს რაზვოჟაევი.
მედიის ცნობით, ოფიციალური პირებისგან დასტურდება, რომ პილოტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სევასტოპოლის სამაშველო სამსახურმა ის ნაპირიდან 200 მეტრში იპოვა.