სევეროდონეცკი მთლიანად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა - სტრიუკი

პუბლიკა

სევეროდონეცკი მთლიანად რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, – ამის შესახებ ქალაქის მერი ალექსანდერ სტრიუკი აცხადებს. ცნობას ავრცელებს „რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად დატოვეს სევეროდონეცკი.


ლუჰანსკის ოლქში მდებარე სევეროდონეცკის აღებას რუსული არმია ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ ცდილობს. ქალაქისთვის ბრძოლა თითქმის ორი თვე მიმდინარეობდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო პერიოდში ფრონტის სხვა პოზიციებზე შეტევის ტემპი მნიშვნელოვნად შეანელა, ზოგ ადგილას შეაჩერა კიდეც და მთავარი აქცენტი სწორედ სევეროდონეცკის აღებისკენ მიმართა.