ლუჰანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძრვანელის, სერჰი ჰაიდაის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ძლიერი დაბომბვის შედეგად ქალაქ სევეროდონეცკში 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.
მისი ინფორმაციით, რუსებმა, ძირითადად, საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს იერიში.
ჰაიდაის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა საბოლოო არ არის, რადგან ცეცხლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის შემოწმება შეუძლებელია.