ლუჰანსკის გუბერნატორის, სერგი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში ვითარება ძალიან რთულია; რუსები წინ მიიწევენ ქალაქის სიღრმეში, მაგრამ ბრძოლები გრძელდება.
გაიდაი ასევე წერს, რომ უკვალოდ გაქრა სამი ექიმი; მხოლოდ მათი განადგურებული მანქანა იპოვეს, თავად მათთან კი კავშირი ვერ მყარდება. დღეს სროლაში მოჰყვა ორი მოხალისის მანქანაც. ორივე დაიჭრა, მაგრამ უსაფრთხოდ არიან.
„სევეროდონეცკში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების 90%, საიდანაც 60% აღდგენას აღარ ექვემდებარება. ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია, მაგრამ გადაადგილება საშიშია და ტრანსპორტირებისა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის უფრო უსაფრთხო მარშრუტებს ვირჩევთ“, – წერს გაიდაი.