სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა კანდიდატმა მიმართმა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
განცხადებების მიიღება გუშინ, 29 სექტემბერს დასრულდა. უკვე შერჩეულია 9-კაციანი კომისიაც, რომელიც ამ კანდიდატებს შეაფასებს. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ ფრაქციები დაასახლებენ ომბუდსმენობის კანდიდატებს და პარლამენტი ოფიციალურად დაიწყებს კანდიდატების საპარლამენტო ფორმატში მოსმენას.
სახალხო დამცველობის კანდიდატები არიან:
- ანა აბაშიძე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
- მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
- გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
- ლელა გაფრინდაშვილი – „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
- სოფო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
- თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
- ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი
- ალექსანდრე კობაიძე – „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
- ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
- ნუგზარ კოხრეიძე – „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
- გიორგი მარიამიძე – „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
- სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
- მაკა მინდიაშვილი – „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
- ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
- ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
- ქეთევან ჩაჩავა – „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
- იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამეტის წევრი
- ნაზი ჯანეზაშვილი – „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი