შადრევნის წყლის წითლად შეღებვისთვის მერიამ აქტივისტი 5000 ლარით დააჯრიმა

პუბლიკა

თბილისის მერიამ აქტივისტი თამარ კურატიშვილი შადრევნის წყლის შეღებვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა.

მუნიციპალური ინსპექციის წერილში აღნიშნულია, რომ აქტივისტი ნარჩენების მართვის კოდექსის საფუძველზე დააჯარიმეს. საჯარიმო ქვითრის მიხედვით, გამოვლინდა წყალში სახიფათო ნარჩენების ჩაშვება.

თამარ კურატიშვილი წერს, რომ მან წყალში ჩაყარა ბუნებრივი საღებავი, რომელიც საკვებად გამოყენების შემთხვევაშიც ვერ მოიტანდა ზიანს. ის მერიის ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„გვახსოვს, რა ჩაიდინეთ“ – აქტივისტებმა 20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს – შადრევნის წყალი წითლად შეღებეს და საპროტესტო ბანერი გაშალეს.

2019 წლის 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა, რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. იმ საღამოს აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს.

დემონსტრაციის დაშლის დროს გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები. დაშავდა ათობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს.