უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადებით უპასუხა პუტინის მიერ „სააღდგომო ზავის“ გამოცხადებას. მისი თქმით, ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია და 17:15 საათზე ცაში რუსული თავდასხმითი დრონები დააფიქსირეს.
ზელენსკიმ ვითარება აღწერა, როგორც „პუტინის მორიგი მცდელობა, ითამაშოს ადამიანთა სიცოცხლით“.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ჩვენს დასაცავად. „შაჰიდები“ ჩვენს ცაზე ცხადყოფს პუტინის ნამდვილ დამოკიდებულებას აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლისადმი“, – წერს ზელენსკი.
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სააღდგომო ზავის“ შესახებ განაცხადა. კრემლის განცხადებით, რუსული მხარე 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე (მოსკოვის დორით) შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს.