შაჰინი სანქციებზე: მიხარია, აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებებს

პუბლიკა

სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში აშშ-ის სანქციების ახალ ტრანშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამერიკა ყოველთვის გააგრძელებს ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას.

„მიხარია იმის ნახვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა 4 ქართველ ინდივიდს, რომლებიც სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და ძალადობის გავრცელებაში არიან პასუხისმგებლები, ასევე, დაუწესდა სავიზო შეზღუდვა 60 პირს. აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს ნამდვილი დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის მისწრაფებებს”, – წერს ის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მორიგი სანქციების გამოაცხადა – განცხადებაში ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვა შეეხება 60-ზე მეტ პირს, მათ შორის არიან ხელისუფლების, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, შეზღუდვა შეეხებათ პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს რუსული კანონის მიღებაში.

საქართველოში ახალი სანქციები გამოაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმაც – ამ სიაში 4 პირია შესული, მათ შორის არიან პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის ,,ალტ-ინფოს” ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

გარდა ამისა, სანქციები შეეხებათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურის.