შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.