შალვა პაპუაშვილმა ჩარკვიანი და სამადაშვილი რუსული კანონის განხილვისას სხდომათა დარბაზიდან გააძევა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსული კანონის განხილვისას პლენარული სხდომის დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები  თაკო ჩარკვიანი და სალომე სამადაშვილი გააძევა.

პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც სამადაშვილმა ალექსანდრე დუგინი ახსენა.

პაპუასვილმა სალომე სამადაშვილს უთხრა, რომ მას რეალურად კითხვა არ აქვს, რის შემდეგად მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა.

მას შემდეგ რაც სამადასვილმა მიკროფონის გარეშე საუბარი განაგრძო, პაპუაშვილმა მანდატურს მისი დარბაზიდან გაძევება სთხოვა.

თაკო ჩარკვიანის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება პაპუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც თამარ ჩარკვიანმა მიკროფონის გარეშე საუბარი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძო.