„მთავარი არხის“ დაკვეთით სოციოლოგიურმა კომპანია Ipsos-მა ეგზიტპოლები ჩაატარა. მან პროპორციულთან ერთად მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც დაითვალა. 20:00 საათის მონაცემებით მთაწმინდა-კრწანისის ოლქში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
შალვა შავგულიძე, „ევროპული საქართველო“ – 46%;
ბექა ოდიშარია, „ქართული ოცნება“ – 35%.
„მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS-მა ჩაატარა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 13 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%.