შალვა თადუმაძე გომელაურის მოადგილედ დაინიშნა

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე,  სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა.

შალვა თადუმაძე ლიეტუვისა და უკრაინის მიერ სანქცირებულთა შორისა.

ის 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.

შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

TI-ის მიერ მოკვლეული მასალით არ დასტურდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა. კერძოდ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. თადუმაძის განათლების შესახებ ინფორმაციას ვრცლად გაეცანით აქ.