შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

პუბლიკა

„ეხო კავკაზას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა 1 სექტემბრიდან შეუჩერა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება.

„ისინი უკვე ამოქმედდა 1 სექტემბრიდან, მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ“, – განაცხადა შამბამ.