შამბას მტკიცებით, ოჩამჩირეში რუსული საზღვარო ბაზის გახსნაზე საუბარი არ არის

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ამტკიცებს, რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვარო ბაზის გახსნა არ იგეგმება. მის კომენტარს პროსახელისუფლებო რუსული მედია, RIA Novosti ავრცელებს.

„რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ არის”, – გამოცემის ცნობით, ასე უპასუხა მან დასმულ შეკითხვას ბაზის გახსნის თარიღთან დაკავშირებით.

2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივ საზღვაო სამხედრო ბაზას განათავსებს.

რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ბჟანიამ განაცხადა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ამასთან, „აფხაზეთში უკვე ჩასულია ძალიან თანამედროვე გემი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით და უახლოეს მომავალში ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა განლაგდება“.