„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია facebook-ზე წერს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გვარამია გამოკითხვაზე დღეს 5 საათზეა დაბარებული, თუმცა როგორც ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, პოლიციაში არ მივლენ და გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ.
როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, გვარამია გამოკითხვაზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
„გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ”, – აცხადებს შსს.