შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, ისინი ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. უწყება ამ ეტაპზე არც მუხლს აკონკრეტებს.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.
ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ 5 პირს შორის არიან „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები: ა.ქ., ზ.ხ., ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკა რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე.