შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა twitter-ზე დაწერა, რომ დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.

„საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის და ყველა გამოწვევის მიუხედავად, ეს გზავნილი უცვლელი რჩება“, – წერს პრეზიდენტი twitter-ზე. 

ამ წუთებში მიმდინრეობს მიშელის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“.