შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის - ევროსაბჭო

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს და ის უახლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში.

“უახლოეს დღეებში ბ-ნი დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩართოს პროცესში.

პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ სრულყოფილად კონსტრუქციული სულისკვეთებით შესრულდეს დიალოგი ორმხრივი შედეგების მისაღწევად, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმაზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რათა შეძლოს ქვეყანამ წარმატებით სვლა მის პროევროპულ გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.