ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვა.
„შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ის დაინიშნა მიშელის პირად წარმომადგენლად იმ მოლაპარაკებებში, რომელიც უნდა გაიმართოს პოლიტიკურ პარტიებთან. ის შეხვდება ყველა პარტიის ლიდერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – განუცხადეს „პუბლიკას“ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან.
მათი თქმით, კრისტიან დანიელსონი შეხვედრებს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.
1 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა და მისი მედიატორობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოს 14 მარტს დატოვებს.