ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2023 წლის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა. ინფორმაციას ევროპის კინოაკადემია ავრცელებს. გრძელ სიაში 19 ფილმი მოხვდა.
უახლოეს კვირებში ევროპის კინოაკადემიის წევრები დაიწყებენ შერჩეული ფილმების ყურებას და ხმის მიცემას.
მონაწილე წევრების ხმების საფუძველზე შედგება ნომინანტების სია, რომელიც 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შავი მაყვალის“ მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
„შაშვი შავი მაყვალი“ ელენე ნავერიანის რიგით მესამე სრულმერაჟიანი ფილმია.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის რომანია. წიგნი 2021 წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა.