შატილში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა ისევ მძიმეა, მაგრამ დადებითი დინამიკაა - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკა.

„ორ ქალთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიება, ლიკვიდირებული იქნა ტრამვის შედეგად გამოწვეული დაზიანება. მათი მდგომარეობა რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევების შედეგად, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა მათ აქვთ რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამასთან დაკავშირებით,  აღნიშნული კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს სამივე ქალბატონის სიცოცხლის გადასარჩენად.“  – განაცხადა რატიანმა.

შატილის გზაზე 23 აგვისტოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი დაშავდა.