შატილში ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ექიმი

პუბლიკა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან.

როგორც კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, მათ აქვთ სხეულის მრავლობითი დაზიანება, ასევე, სუნთქვის უკმარისობა, არასტაბილური ჰერმოდინამიკა.

„პუბლიკას“ კლინიკის ექიმმა, ლალი ტურძელაძემ უთხრა, რომ სამივე მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ერთ-ერთი პაციენტის.

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.