შატილში ავარიისას დაშავებული 3 ადამიანიდან ორს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის ავარიის დროს დაშავებული სამი მოქალაქიდან ორის მდგომარეობა დამძიმდა და ამ დროისთვის მათ ოპერაცია უტარდებათ.

„გუშინ ავარიის ადგილიდან შემოყვანილია სამი ქალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით ორი მათგანის მდგომარეობა. მათ აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციოში ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია“, – განუცხადა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს.

გუშინ, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.