შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

პუბლიკა

შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. The Reuters-ის ინფორმაციით, გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ბართინის პროვინციის სიახლოვეს ჩაიძირა. როგორც პროვინციის გუბერნატორმა სინან განერმა თურქულ მედიასთან განაცხადა, მაშველები გემის ეკიპაჟის 15-მდე წევრის გადარჩენას ცდილობენ.

„ჩვენ ვიწყებთ სამაშველო ოპერაციას ჩაძირული გემის ეკიპაჟის 15-მდე წევრის გადასარჩენად, რომლებიც ზღვაში სამ სამაშველო ნავზე არიან განაწილებული. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, რთული მეტეოროლოგიური პირობებია, ამიტომ სამაშველო ოპერაციის ჩატარებაც რთულია“, – განაცხადა სინანმა.