„შავი პანტერას“ როლის შემსრულებელი ჩედვიკ ბოუზმანი 43 წლის ასაკში კიბოსგან გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა რამდენიმე საათის წინ twitter-ზე გაავრცელა.
როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოუზმანს მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს, ბოლო 4 წელი კი მე-4 სტატიის სიმსივნეს ებრძოდა.
მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, მეუღლესა და ოჯახის გვერდით გარდაიცვალა.
— Chadwick Boseman (@chadwickboseman) August 29, 2020
2018 წელს გამოსული მარველის ფილმი „შავი პანტერა“ პირველი კომიქსია, რომელმაც ოსკარი ნომინაციაში „საუკეთესო სურათისთვის“ აიღო.