შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა გადაარჩინეს 176 მოქალაქე. მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 21.
ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია.
მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – დაემორჩილონ მაშველების მითითებებს. არ შევიდნენ წყალში შტორმის დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვონ ბავშვები უყურადღებოდ.