სტუდენტთა მოთხოვნის საფუძველზე შავი ზღვის უნივერსიტეტმა (IBSU) სასწავლო პროცესი 18 დეკემბრის ჩათვლით შეაჩერა, – ამის შესახებ ნათქვამია სტუდენტებისთვის მიწერილ წერილში.
„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ განიხილა სტუდენტთა მოთხოვნა და სასწავლო პროცესი შეაჩერა 12 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით.
სასწავლო პროცესი განახლდება 19 დეკემბერს.
ამასთან, გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – წერია სტუდენტებისთვის მიწერილ წერილში.
„პუბლიკის” ინფორმაციით, ამ მოთხოვნით სტუდენტებმა ხელმოწერები შეაგროვეს. ჯამში უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტუდენტების მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტმა მიმართა.