შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს - ლაიენი

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი, რომლის მშენებლობას ევროკავშირი დააფინანსებს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის გვეთქვა უარი და გაგვეძლიერებინა ჩვენი პარტნიორობა, აი, ეს პარტნიორობა რომელიც ამ დარბაზშია – და ეს მუშაობს. ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება, და ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს არის, ასევე, სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, ეს ეხება პლანეტის დაცვას და ჩვენს ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, უსაფრთხოებას დამოუკიდებლობას. ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება ასეთ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთის, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას“, – განაცხადა  ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

მისივე თქმით, ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება, და ეს არ არის ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების გზა. ეს არის, ასევე, სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა, სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების მიზნით.

„ეს იქნება ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ჩვენ დაგვეხმარება ეს ინიციატივა მიწოდების უზრუნველყოფაში, ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტო კაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ის დაეხმარება რა თქმა უნდა უკრაინას. ეს დაეხმარება ამ ქვეყანას ამ წარმოებაში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.