გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ჩატარდება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
„აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად. მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.