შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს - საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს.

საელჩოს ცნობით, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდებტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა.

„ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს, “- ამბობენ საელჩოში.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 026 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 779 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 959 პირი, გარდაიცვალა 23 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.59 %.