შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორად ნინო წერეთელი დაინიშნა

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი თანამშრომლებს გიორგი ამილახვარმა წარუდგინა.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. ამილახვარის თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა.