შეგახსენებთ ანჩისხატის დროულად დაბრუნების საჭიროებას - შიო მუჯირი პრემიერს

პუბლიკა

პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი პრემიერ-მინისტრ ირალი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს ანჩისხატთან დაკავშირებით. განცხადება საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ერთხელ კიდევ შეგახსენებთ ხატის დაბრუნებისთვის სათანადო ნაბიჯების დროულად გადადგმის საჭიროებას“, – წერია პრემიერისადმი გაგზავნილ წერილში. 

მისი თქმით, ყველა კომპონენტი გათვალისწინებული და მორგებულია ხატისა და ტაძრის არსებულ მდგომარეობასთან.

„გვინდა დამატებით გაცნობოთ, რომ ამ სიწმინდისთვის შუშის კიოტი (სახატე ვიტრინის) დამზზადდა ტემპერატურული რეჟიმით და სათანადო საჭირო პირობებით. აღნიშნული პროექტი განხორციელდა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა ნანობაშვილის და გერმანული კომპანია sehner ხელმძღვანელის იუნგერ სენერის მონაწილეობით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ წერილი სრულად:

  • ანჩისხატი1








  • 01
    /