„შეგნებულად არ ვამბობდით [სააკაშვილის ჩამოსვლაზე], ოპერატიული ტაქტიკა იყო“ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის შესახებ.

„ჩვენ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დავაკავეთ პრეზიდენტი იმ წუთას, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში. ძალიან მარტივად ვეტყვი საზოგადოებას, რომ დღეს არაერთი  ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, რადგან მათაც მოუწიათ საპირისპირო განცხადების გაკეთება, ვინაიდან ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე. ეს იყო ჩვეულებრივად ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად“, – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას ამცნო, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი,