შეიძლება აშშ-ის კონგრესს და ტრამპს ღია წერილით მივმართო - ივანიშვილი NGO-ებზე

პუბლიკა

„კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა, არ გამოვრიცხავ, რომ ღია წერილით მივმართ აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები აზარალებენ საქართველოში“, – ასე შეაფასა საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობა პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების NDI -ის და IRI-ის შესახებ.

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ NDI და IRI დიდი ინსტიტუტები არიან, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში წლების განმავლობაში გრძელდება, რომ იმავე კომპანიებს CRRC და მეორე არ მახსოვს უკვეთავენ კვლევებს. კვლევები რომ დაუკვეთონ, უნდა დაუკვეთონ ისეთს, რომელსაც აქვს მონაცემები. ეს მონაცემები ნაცებმა დაუფუძნეს, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს. თავისი ხალხი დაულაგეს, დღემდე ამათ უკვეთავენ და ვიღებთ ამ უბედურებას. ეს ჩვენთვის პრობლემა არაა. ამის საპასუხო მე მაქვს სათქმელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მისი პარტნიორის მხრიდან არ ჰქონია ისტორიაში. უპრეცედენტო დოკუმენტი მიიღეს კონგრესში. იცით, რომ იქაც არჩევნებია და აგრესიული ოპონირება მიდის და ამ ფონზე საქართველოს მაგალითზე ორპარტიულ მხარდაჭერას მიაღწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აქ რაც ხდება და როგორც ხდება, ნაცების მიერ მომართული ხალხი მართავენ ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. საზოგადოებას უკვე აგრესია აქვს ამ ტიპის NGO-ებზე. სატელიტები არიან ნაცების და ცრუობენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ თემაზე ღია წერილი მისწეროს ამერიკის კონგრესს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

„კიდე გვაქვს პატარა გეგმები, რო დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება და თუ არ გამოვიდა, არ გამოვრიცხავ, რომ ღია წერილით მივმართო კონგრესს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები აზარალებენ. მე კონკრეტულად მივწერ, რომ ამერიკის ინტერესები ზარალდება, როცა ამერიკელი ამომრჩევლის დაფინანსებული ფულით ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ. ამერიკის სახელმწიფოს ინტერესების საპირისპიროს აკეთებს ეს NGO-ები“, – თქვა ივანიშვილმა.