შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადებების დროს ვაქცინაციის ჩატარება? – იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ყველაზე ხშიდად დასმული კითხვის პასუხად რეკომენდაციებს აქვეყნებს.
„ 1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს !!!
2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი – ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი – სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწვავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!
3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია ფაიზერი, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!
4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.
5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ!
6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი…) გაკეთება არ გჭირდებათ!
8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.
9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში! გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ეხლა ვაქცინაციაზე გადის!“, – წერს კულუმბეგოვი.