„შეიძლებოდა უფრო ფრთხილი მოქმედება“ – მიტროპოლიტი ზოსიმე პეტრეს გადაყენებაზე

პუბლიკა

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე ამბობს, რომ მისთვის სინოდის სხდომაზე არავის უკითხავს, პეტრე ცაავას გადაყენებას უჭერდა თუ არა მხარს.

„მე არ მინდა, სინოდის ამბები ახლა აქ გამოვიტანო, მაგრამ ჩემთვის პირდაპირ არ უკითხავთ, მეუფეო, გინდა თუ არა, პეტრე გადავაყენოთო, – ეს არ უკითხავთ. იქ საერთო აზრი კი იყო ამისა, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, მეუფეო, გინდათ თუ არა, მე ჩემი მოსაზრება მქონდა მაშინაც. როცა დამთავრდა კიდეც  სინოდის სხდომა, მეუფე ისაიას გადავულაპარაკე, რომ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და შეიძლებაოდა უფრო ფრთხილი მოქმედება.

მე ვიტყოდი, რომ კიდევ რაღაც დრო მიგვეცა მისთვის, თუნდაც ან მონასტერი ან რაღაც… და ასე ერთსახად ეს მიმაჩნია რომ ცოტა … იცით, რისი მეშინოდა, რომ არ გაბოროტდეს კაცი. ამის შიში მქონდა და მე კიდეც რაღაც მსგავსი დავინახე მერე. ადამიანს მოფრთხილება სჭირდება“. – განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ.