პარლამენტმა კენჭი უყარა და 80 მომხრით დაამტკიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შექმნის საკითხი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი კანდიდატი უნდა შეირჩეს, მათ შესარჩევად კი კომისია დაკომპლექტდა შემდეგნაირად:
- დავით მაღლაფერიძე – რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი;
- მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- გოდერძი შარაშია – ჟურნალისტი, ტელეწამყვანი;
- ნინო მეუნარგია – ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი;
- ოთარ ტატიშვილი – კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი, პროფესორი;
- ნინო კაკულია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
- გედევან ჯინჭარაძე – ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
- ) მარიამ გვიდიანი – ა/ო „ქალების ხმა – დემოკრატია და უსაფრთხოება“ – აღმასრულებელი დირექტორი.
- გივი აბესაძე – ფოლკლორული ანსამბლის – „დიდგორის“ სოლისტი