სინოდის 11 თებერვლის სხდომაზე სინოდის წევრებმა იმსჯელეს, მათივე თქმით, აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე.
„ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას“, – აღნიშნავს სინოდი განჩინებაში.
სინოდმა განაჩინა, რომ შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას.