ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა.
მისი თქმით, ხელისუფლება შეხვედრაზე მივიდა, რადგან ზეწოლას განიცდიდნენ საქართველოს მოქალაქეების, ოპოზიციისა და სტრატეგიული მოკავშირეებისგან.
მისი თქმით, მათ [ხელისუფლების წარმომადენლებს] არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ.
„მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ“,-თქვა ვაშაძემ.
მისი თქმით, ხელისუფების მხრიდან შეხვედრის მონაწილეებმა კატეგორიული უარი თქვა კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა [გერმანული მოდელი].
„მესამე, კატეგორიული უარი თვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.
მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასდროს „ქართულ ოცნებას“ და ე.წ.მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არ არის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.