პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, კელი დგნანზე. ის ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა შეკითხვები დასვა და ამერიკის ელჩს ამაზე უნდა ეპასუხა.
„ეს კითხვა დაისვა მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მე, რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხს. ძალიან მარტივი შეკითხვაა ან შედგა შეხვედრა, ან არა.
მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო, რა თქმა უნდა, პასუხის მოსმენა ამაზე. მას უნდა ეთქვა, შედგა თუ არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ – თან ითქვა რომ ჭორაობაა, თან ის რომ პასუხს არ გასცემს, თან არც უარყო და თან ჭორაობაც უწოდა თვითონ საუბარს.
მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშას, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე არის საჭირო პასუხი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიიდან წასული წევრი მიხეილ ყაველაშვილი ორი დღეა საუბრობს იმაზე, რომ გაჩნდა კითხვა, ხომ არ შედგა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შორის.