შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების სწრაფად დანიშვნა.

„ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს, ერთადერთი სწორი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების, რაც შეიძლება სწრაფი დანიშვნა.

ვეთანხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა.

საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს“, წერს მიხეილ სააკაშვილი.