შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი - პაველ ჰერჩინსკი

პუბლიკა

„ვიმედოვნებთ, რომ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება საქართველოშიც იქნება აღსრულებული. ეს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის”, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

„თავისუფლად შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ხაზს ვუსვამთ ამ უფლებების შენარჩუნების საჭიროებას, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ხაზს ვუსვამთ, ამ უფლებების დაცვის აუცილებლობას“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ის ასევე შეეხო „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეს და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია.

„და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქართული საზოგადოებისა და ქართული მედიის მაქსიმალური თავისუფლება. რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა ან რა არ უნდა გააკეთოს, ეს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ელჩმა.