შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ლატვიის მოქალაქე – 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს. უწყების განცხადებით, მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე, დ.გ. სისტემატურად მიდიოდა ო.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში და მასთან ამყარებდა ვერბალური კომუნიკაციას, რითაც იგი არღვევდა მეუღლის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს”, – წერს შსს.