მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ მოუწოდებს ქართველ პარტნიორებს, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა გაუწიონ და მხარი დაუჭირონ მის გამოჯანმრთელებას.
„შემაშფოთებელია ცნობები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მოვუწოდებ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტი შესაბამისი სამედიცინო მკურნალობითა და მხარი დაუჭირონ მისი გამოჯანმრთელების პროცესს. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებებისა და ღირსეული ცხოვრების ჩვენეული გაგების ფუნდამენტური ნაწილია“, – წერს სანდუ Twitter-ზე.
Worrying reports on @SaakashviliM’s deteriorating health. Calling on our Georgian partners to provide former president w/ appropriate medical treatment & support his recovery. The right to health is a fundamental part of human rights & of our understanding of a life in dignity.
— Maia Sandu (@sandumaiamd) May 6, 2022