შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორისგან მოწოდება მეორე ფრონტის გახსნაზე - მდინარაძე

პუბლიკა

„მართლაც შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. როდესაც ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის და შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს და შეიძლება ამაში ობიექტურობის ნიშანიც იყოს, რომ უკრაინას ეს ყველაფერი შეიძლება დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ, საქართველოს რა დაემართება ამ შემთხვევაში, ამაზე ეს ხალხი არ ფიქრობს“,- ასე გამოემხაურა მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დღევანდელ წერილს, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკასის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს შეეხებოდა.

„გარეთ რომ არ ფიქრობენ ვიღაცები, მათ შორის, ის ადამიანი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოში მოქალაქეები, ქართული ოპოზიციური ძალები რომ არ ფიქრობენ ამაზე, უდასტურებენ ამ ყველაფერს, არ აკრიტიკებენ და არ ემიჯნებიან, ეს არის განსაკუთრებით შემშფოთებელი.

მერე რა, თუ საქართველო ომში ჩაერთვება საქართველო და რუსეთისგან მიიღებს დარტყმას და საომარ მოქმედებებს – მერე რა რას ნიშნავს? საქართველოსთვის რა შედეგით დამთავრდება, ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე? ვირაც ხომ უნდა გაემიჯნოს ქვეყნის შიგნით და თქვას, რომ არა, ჩვენ ვემიჯნებით ამ პოზიციას. როცა ამ პოზიციის დასაყრდენი არ იქნება საქართველოში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ უკრაინის ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს აიღებს ასეთ მოწოდებებზე“,- განაცხადა მდინარაზემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი მორიგ ანტიამერიკულ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში დეპუტატები ეხმაურებიან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ ეველინ ფარკასთან.

დეპუტატების შეფასებით, ფარკასმა ღიად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, „რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს.“