შემდეგი კვირიდან რეგიონებში გავალთ, ვიწყებთ ერთგვარ საარჩევნო კამპანიას - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემდეგი კვირიდან პარტიის ხელმძღვანელება რეგიონებში და გავა და ერთგვარ საარჩევნო კამპაიას ასე დაიწყებს.

„ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც ვილაპარაკეთ და ამ ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ ასევე, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. მათ შორის, ერთგვარად შეგვიძლია დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონლური გამოწვევები და ჩვენ თითქმის ყველა რეგიონში გვექნება მომდევნო 2 თვის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც, რა თქმა უნდა, დავინტერესდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.