„შემომატება? ეს უწყვეტი პროცესია“ - დავით უსუფაშვილი

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დასმულ კითხვას – ეყოლება თუ არა პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ახალი წევრები? – პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრმა დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ დღეიდან „ლელომ“ პოლიტიკური აქტივობა დაიწყო და არჩევნებში სერიოზულ ძალად წავა.

„შემომატება? ეს უწყვეტი პროცესია. ახლად შექმნილი პარტიაა. გიორგი მარგველაშვილთან საქართველოს პრობლემების მოგვარების თაობაზე და კონკრეტულად ამ არჩევნებით სასურველი და საჭირო რეალობის მიღების თაობაზე მქონდა, ახლაც მაქვს და მომავალშიც მექნება საუბარი. პერსონალური მონაწილეობის ფორმებს გიორგი გადაწყვეტს თავად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკებებზე დასმულ შეკითხვას კი უპასუხა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოს, ერთი კვირის წინ მის ოფისში ნახა.

„საკმაოდ საინტერესო საუბრები გვაქვს, თუმცა ალეკოს თავისი გეგმები აქვს“, – უპასუხა დავით უსუფაშვილმა.