პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პარტიის ლიდერებისგან შემოთავაზება, ყოფილიყო პარტიის წევრი, საქართველოს „პირველი არხის” დირექტორობიდან წასვლის შემდეგ, დაახლოებით 1 თვის წინ მიიღო.
„როცა მივიღე შემოთავაზება და ამის შესახებ საუბარი იყო, საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტესს იმ გამოწვევევის ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ვფიქრობ. მე ტელევიზიიდან წამოვედი სადღაც ივლისში თუ აგვისტოში…
ეს იყო [შემოთავაზება], დაახლოებით, 1 თვის წინ. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, კახი კალაძე, მაია ცქიტიშვილი, როგორც ხდება ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება. ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას“, – თქვა მან.
ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ დღეს პარტიის ყრილობაზე აირჩიეს.